კურტ კობეინის მიერ დამტვრეული ბასგიტარა აუქციონზე გაიყიდება(VIDEO)

კურტ კობეინის მიერ დამტვრეული ბასგიტარა აუქციონზე გაიყიდება(VIDEO)

Christie's-ის კინოსა და მუსიკის ისტორიისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო აუქციონზე, რომელიც 2012 წლის 29 ნოემბერს გაიმართება, სხვა 160 ლოტთან ერთად წარმოდგენილი იქნება „ნირვანას“ ლეგენდარული ვოკალისტის კურტ კობეინის მიერ დამტვრეული ბასგიტარა ZenOn-ი.

ეს ის გიტარაა, რომელსაც კობეინი Nirvana-ს სიმღერის  Smells Like Teen Spirit -ის ვიდეოკლიპში ამტვრევს. აუქციონის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დამტვრეული გიტარა 40ათას დოლარამდე გაიყიდება. მისი საწყისი ღირებულება 24 ათასი დოლარია.

ზემოთხსენებული ბას-გიტარა ZenOn-ი  „ნირვანას“ ბასისტმა 1991 წელს სპეციალურად კლიპის გადაღებისთვის შეიძინა. უცნობია უკრავდნენ თუ არა მასზე ჯგუფის წევრები. კატალოგის სურათზე, რომელიც ლოტს წარმოადგენს მოცემულია მხოლოდ ინსტრუმენტის ნაწილი. როგორც ჩანს, დამტვრეული გიტარის მეორე ნაწილი არ არსებობს.

ამ და სხვა ლოტებთან ერთად აუქციონზე გამოტანილი იქნება, ელვის პრესლის, მადონასა და  მიკ ჯაგერის სასცენო კოსტიუმები. ასევე 40 -ამდე ლოტი, რომელიც ლეგენდარულ როკ-ჯგუფ The Beatles-თანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება კინოს, გამოტანილი იქნება ატრიბუტები „ინდიანა ჯონსიდან“, კაპიტანი ჯეკ ბეურას კომპასი, მათრახი და ა.შ.  ყველაზე ძვირადღირებული ლოტი აუქციონზე იქნება გუსტაფ ტენგრენის ნახატი „დისნეის“ ერთ-ერთი პირველი ანიმაციური ფილმიდან „პინოქიო“ ეს არტნამუშევარი 72,3 ათას დოლარადაა შეფასებული.