დავით ჯანდიერი: გირგვლიანის საქმეზე აღსრულების სრულყოფილი  გეგმა 6 დეკემბრამდე უნდა შედგეს

დავით ჯანდიერი: გირგვლიანის საქმეზე აღსრულების სრულყოფილი გეგმა 6 დეკემბრამდე უნდა შედგეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა დავით ჯანდიერმა და ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის სამინისტროს საადვოკატო ბიუროს მიმართეს და საადვოკატო საქმიანობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს.

დავით ჯანდიერმა განმარტება სანდრო გირგვლიანის საქმეზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, განაჩენი 2010 წლის 29 აპრილს გამოიტანა.

ჯანდიერის თქმით, აღნიშნული განაჩენი აღსრულებას ექვემდებარება და იგი აღსასრულებლად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტშია წარდგენილი.

მისი განმარტებით, ამ საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით გეგმა 2012 წლის 14 იანვარს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მიერ იქნა წარდგენილი, ხოლო სრულყოფილი გეგმა 2012 წლის 4-6 დეკემბრამდე უნდა შედგეს.

ჯანდიერის განცხადებით, გირგვლიანის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, მან ევროპის საბჭოსა და მინისტრთა კომიტეტს, აღნიშნული საქმიდან ადვოკატის უფლებამოსილების მოხსნის წინადადებით მიმართა, აქედან გამომდინარე, აღსრულების გეგმა, რომელიც საიდუმლოებას წარმოადგენს, მისთვისაც უცნობია.