საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის ახალი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივაზე განმარტებები გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საჭიროა მოხდეს საპარტნიორი ფონდის მუშაობის პრინციპების და მისი გამჭვირვალობის საკითხის გადახედვა.
საპარტნიორო ფონდი რამდენიმე უმსხვილეს სახელმწიფო ობიექტებს, მათ შორის რკინიგზასაც განკარგავს.
ფონდში კი აცხადებენ, რომ ორგანიზაციის სტატუსის გადახედვა სამეთვალყურეო საბჭოში მოლაპარაკებების ფონზე უნდა მოხდეს.
მათივე ინფორმაციით, საბჭოს ფონდის ხელმძღვანელი, პრემიერ–მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენენ და ახალი რეგულაციები თუ ორგანიზაციის საქმიანობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის, ეს საბჭოსთვის მისაღები იქნება. ეს განცხადება ნიკა გილაურმა commersant.ge-სთან გააკეთა.