დავით სერგეენკო: სოციალურად დაუცველთა დახმარების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

დავით სერგეენკო: სოციალურად დაუცველთა დახმარების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით,  საქართველოს მთავრობამ სოციალურად დაუცველთა დახმარების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ამის შესახებ, სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ შევიმუშავეთ ამ ადამიანების დახმარების სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე ამოქმედდა. გეგმის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რეალური აღრიცხვის წარმოებას, თუ რამდენია რეალურად სოციალურად დაუცველი და საცხოვრებელი ფართის არმქონე და რამდენი ხელოვნურად მიკედლებული.

გეგმის მეორე ნაწილი ამ ადამიანების რეგისტრაციას და ანკეტირებას ითვალისწინებს და თუ ამ ოჯახებში არის ერთი შრომისუნარიანი ადამიანი, მისი დასაქმების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ, სახელმწიფო ბინას უქირავებს“,- განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკო აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველთა ანკეტირება კალენდარული კვირის ბოლოსთვის მოხდება.

მისი თქმით, შემდეგი 4-5 დღე დასჭირდება ინფორმაციის გადამუშავებას და მომავალ კვირას კი გეგმის სრულად რეალიზება დაიწყება.

რაც შეეხება იმ პირებს, ვინც აღნიშნულ წინადადებებს არ დასთანხმდება, სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მათ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ მისცემს.