ბრიტანელი მსახიობი ჯერარდ ბატლერი „დინამოს“ მეკარე ხდება, მსახიობმა ხელი უკვე მოაწერა კონტრაქტს, რომელიც ენდი დუგანის რომანის მიხედვით კიევის „დინამოზე“ ფილმის გადაღებას გულისხმობს. რომანი, სახელწოდებით „Dynamo: Defending The Honour of Kiev“ მოგვითხრობს საფეხბურო მატჩზე, რომელიც ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე, „კიევის დინამოსა“ და ნაცისტების საფეხბურთო გუნდების შორის, მეორე მსოფლიო ომის დროს გაიმართა. ეს თამაში „სიკვდილის მატჩის“ სახელით მოინათლა. ლეგენდის თანახმად, იმის გამო, რომ საბჭოთა ფეხბურთელები მატჩის წაგებას არ დათანხმდნენ და გაიმარჯვეს, ანგარიშით 5:3, ნაცისტებმა საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიეს და დახვრიტეს.
ამ მატჩის შესახებ, ბევრი რამ დაიწერა, გადაღებულია მხატვრული ფილმებიც 1962 წელს გამოვიდა ევგენი კარელოვის ფილმი, სახელწოდებით „მესამე ტაიმი“. 2012 წელს კი, სერგეი ბეზრუკოვის - „მატჩი“.
როგორც ინტერნეტსაიტი Deadline იუწყება ბატლერი განასახიერებს კიევის ნაკრების გამოჩენილი მეკარის ნიკოლაი ტრუსევიჩის როლს, რომელიც „კიევის დინამოს“ მთავარი ვარსკვლავი იყო.
ფილმის გადაღებები ევროპაში 2013 წელს დაიწყება. მისი სახელწოდებაა „დინამო."
შეგახსენებთ, ჟერარდ ბატლერი უკვე თამაშობს სპორტულ დრამაში, სახელწოდებით Playing for Keeps. ფილმის მსოფლიო პრემიერა 7 დეკემბერსაა დაგეგმილი. ჯერარდი განასახიერებს საბავშვო ფეხბურთის მწვრთნელს, რომელზეც ბავშვების დედები არიან შეყვარებული. ბატლერს პარტნიორობას უწევენ, ჰოლივუდის ისეთი ლამაზმანები, როგორებიც არიან: ჯესიკა ბილი, უმა თურმანი, კეტრინ ზეტა ჯონსი და ა.შ.
გთავაზობთ Playing for Keeps-ის თრეილერს, ბატლერის მონაწილეობით.