იაპონიის მთავრობის განცხადებით, მილიარდები, რომლებიც შარშან ცუნამისა და მიწისძვრის შემდეგ რეკონსტრუქციისთვის გამოიყო, გაქრა.
საუბარია გამოყოფილ 150 მილიარდ დოლარზე. ჩატარებული აუდიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ოთხი პროექტი, რომლებმაც დაფინანსება მიიღო, სულაც არ ემსახურებოდა დაზარალებული რაიონების რეკონსტრუქციას.
თანხები სამხედრო პილოტების მომზადებისა და არადაზარალებული გზების მშენებლობას მოხმარდა, მაშინ, როცა ზოგიერთ რაიონში რეკონსტრუქციები არც დაწყებულა, ხოლო 300 000-ზე მეტი ადამიანი კი ჯერ კიდევ უსახლკაროა.
შარშან იაპონიაში მომხდარი ცუნამის შედეგად 15 8000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 3000-ზე მეტი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო ასიათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.