"ათასწლეულის გამოწვევის პროგრამისთვის“ მომავალ წელს საქართველოში პრიორიტეტი განათლება იქნება. ეს საკითხი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განიხილეს. „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა“ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობა და აშშ-სთან თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით სამომავლო პერსპექტივები იქნება.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მას „მილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენის“ ვიცე-პრეზიდენტი ტომ ჰარლი და კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმს მარტ ნიკოლასი და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი სტივენ ჰეიკინიც ესწრებოდნენ.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დასახმარებლად ახორციელებს, გახლავთ „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა“. გარწმუნებთ, რომ ის მომავალში უფრო მასშტაბურად გაგრძელდება“,-აღნიშნა ამერიკისელჩმა.
„ჩვენი ძირითადი მიმართულება განათლების სექტორია. ორი წლის წინ საქართველოს მთავრობა დავარწმუნეთ, რომ ადამიანური ინტელექტუალური რესურსის არარსებობა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი პირობა იყო ქვეყნის განვითარების პროცესში. სამომავლოდ ჩვენს სამიზნე პრიორიტეტებში გამოიკვეთება საგანმანათლებლო სკოლების, სოფლად პროფესიული ცენტრებისა და უმაღლესი განათლების ინსტიტუტების განვითარება. მიუხედავად იმის, რომ ჩვენ ადრე ინფრასტრუქტურულ პროექტებში ვმონაწილეობდით, ამჟამად ძირითად აქცენტს განათლების სფეროზე გავაკეთებთ“,-აღნიშნა ტომ ჰარლმა.