"ტერმინატორი 2“-ის ვარსკვლავი, ჯონ კონერის როლის შემსრულებელი ახალგაზრდა მსახიობი ედვარდ ფერლონგი ლოს-ანჯელესის პოლიციამ დააკავა.
გავრცელებული ინფორმაცით, პოლიციას მისი მეგობარი გოგონა დაუკავშირდა, რომელმაც ედვარდი ძალადობაში დაადანაშაულა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა დაპირისპირების კვალი მართლაც აღმოაჩინეს. მსახიობის საცხოვრებელ სახლში ყველაფერი დამტვრეული იყო, გოგონა კი ნაცემი. მსახიობი ადგილზევე დააკავეს. ამ წუთებში ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. სამართალდამცავები გირაოს სახით 50 ათას დოლარს ითხოვენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ედუარდი ამ სიტუაციაში პირველად არ იმყოფება. მას აქამდეც არაერთხელ ჰქონია მსგავსი ბრალდებები. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისადმი მიდრეკილების გამო, მას ბევრი პრობლემები ექმნება, ხშირად ხვდება ყვითელი პრესის ფურცლებსა და რეპორტიორების ობიექტივში. ამბობენ იმასაც, რომ ედუარდს უარი „ტერმინატორ 3“-ში კონერის როლის შესრულებაზე ამ პრობლემის გამო უთხრეს.
მის ფილმოგრაფიაში „ტერმინატორი2: განკითხვის დღის“ გარდა შედის ფილმები, 2011 წელს გამოშვებული დრამა „ტეკილა“, „ცხოველების ფაბრიკა“, „ამერიკული ისტორია X“, „მანამდე და შემდეგ“.