ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტს მთავრობის წევრები კვირის ბოლოს განიხილავენ.
ხოლო რაც შეეხება, უშუალოდ დღევანდელ სხდომას, მინისტრის განმარტებით, ბიუჯეტის საკითხზე დღეს მხოლოდ ზოგადი საუბარი იქნება.
„დღეს ბიუჯეტზე ზოგადი საუბარი გვექნება, თუმცა კვირის ბოლოს სპეციალური სხდომა ჩატარდება. დღეს განვიხილავთ 2012 წლის ბიუჯეტს და რამდენიმე ტექნიკურ საკითხს, რომელთა შორისაც ნაწილი ხარჯების გადანაწილებას შეეხება. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც პრემიერს და კოლეგებს მივაწვდით“, - განაცხადა ხადურმა.