ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის სამთავრობო კომისიებში ცვლილებების საკითხებსაც განიხილავენ . ეს განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
რაც შეეხება მის უწყებასთან დაკავშირებულ საკითხებს პეტრიაშვილის განცხადებით, საუბარი კომისიებში ცვლილებებსაც შეეხება
„მნიშვნელოვანია, რომ დროულად და შეუფერხებლად გაგრძელდეს მუშაობა როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის მიმართულებით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მომავალში იგეგმება სერიოზული ვიზიტები როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქედან გამომდინარე, საჭიროა ყველაფერი იყოს წესრიგში.
ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის სამთავრობო კომისიას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.