პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა იმართება.
შეხვედრა მე-12 სართულზე მიმდინარეობს.
მთავრობის სხდომაზე კადრების გადასაღებად მხოლოდ ოპერატორები და ფოტოგრაფები დაუშვეს.
შესაბამისად, მედიისთვის ის პირობებია შენარჩუნებული, რაც ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ შემოიღეს - ჟურნალისტებს კანცელარიის მხოლოდ მესამე სართულზე უშვებენ.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური პირობას დებს, რომ ვითარება გამოსწორდება.