პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობის პირველ სხდომაზე, პირველ საკითხად დღის წესრიგით, მინისტრთა კაბინეტი სხვადასხვა დაწესებულებაში დევნილთა შეჭრის საკითხს განიხილავს.
„პირველი საკითხი, რომელსაც კენჭი უნდა ვუყაროთ, არის კერძო ან სახელმწიფო ფართებში უკანონოდ მყოფთა აღრიცხვისთვის გასატარებელი ღონისძიებები. მე მგონია, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. იცით, როგორც ვითარდება ეს პროცესები. ვფიქრობ, რომ არა -შემთხვევით, ძალიან ბევრი შეჭრა ხდება დევნილების მიერ. ეს ფაქტი ძალიან ჰგავს, რომ ეს ორგანიზებულია რაღაც ჯგუფების მიერ და ამას გამოძიება სჭირდება“,- განაცხადა ივანიშვილმა.