ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, პარლამენტთან ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქუთაისში ახალ სამსახურს შექმნის.
ხადურის განმარტებით, იმის გამო, რომ პარლამენტი თბილისში არ მდებრეობს, სამინისტრო დამატებითი სამსახურის შექმნა დასჭირდება.
„ამ სამსახურში რამდენიმე ადამიანი იმუშავებს, რომლებიც მუდმივად ქუთაისში იქნებიან და ისინი დაესწრებიან საკომიტეტო მოსმენებს, ფრაქციებისა და პარლამენტის სხდომებს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ფინანსთა სამინისტრომ დროულად მიიღოს ინფორმაცია პარლამენტისგან და საკანონმდებლო ორგანომ დროულად ინფორმაცია უწყებისგან“, - განაცხადა ხადურმა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ სამსახურს კურირებას მისი მოადგილე დავით ებრალიძე გაუწევს.