დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს ახალი მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
მთავრობის სხდომის დღის წესრიგში მინისტრების მოადგილეების დამტკიცება იქნება. სხდომაზე ასევე განიხილავენ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ საკითხებსაც.
სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.