საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავის მოადგილეებს დღეს წარადგენს. ალასანიამ მოადგილეების საკითხი საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან უკვე შეათანხმა, თუმცა მათი ვინაობა თავდაცვის მინისტრს საჯაროდ არ დაუსახელებია. თავდაცვის "განვიხილეთ მთავრობის სხდომისთვის მოსამზადებელი საკითხები. ჩემის მხრივ, მოადგილეების საკითხი შევათანხმეთ და მათი ვინაობა მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი", - განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია 12:30 საათზეა დანიშნული.