შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი გიორგი გაჩეჩილაძე დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს(ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).
„ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ გიორგი გაჩეჩილაძე დააკავა. გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს(ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში“ მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.