2012 წლის 29 ოქტომბერს პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები რუსთავის #6 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს დ. პ.-ს. შეხვდნენ და მათ გაესაუბრნენ.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებულს 2012 წლის 26 ოქტომბრიდან გამოცხადებული აქვს შიმშილობა. მათი ინფორმაციით, მას შეხვედრისას ამოკერილი ჰქონდა პირი და თვალები, ასევე მიყენებული ჰქონდა თვითდაზიანებები ორივე ზედა კიდურის, მუცლის და კისრის არეში.
„მსჯავრდებულის თქმით, მას აქვს C ჰეპატიტი და ითხოვს შესაბამის დიეტურ საკვებს, რისი საშუალებაც რუსთავის #6 დაწესებულებაში არ არის. მისი თქმით, აქვს ხერხემლის პრობლემები, რის გამოც ითხოვს სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსმოუწოდებს, უზრუნველყოს მსჯავრდებულ დ.პ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შესაბამის დაწესებულებაში განთავსება, ასევე ადეკვატური მკურნალობა და კვება.