საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თავისი მოადგილეები დაასახელა.
რაც შეეხება სასაზღვრო პოლიციის შეფს, რომლის თანამდებობაც ამჟამად ვაკანტურია ღარიბაშვილის თქმით, კანონმდებლობით სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი შს მინისტრის მე-6 მოადგილეა. თუმცა, მინისტრის განმარტებით, შესაძლოა, კანონში ცვლილებები შევიდეს და ეს საკითხი გადაიხედოს.