საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას აქვეყნებს და აშშ-ში ქარიშხალ „სენდის“ შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ქარიშხალ „სენდის“ შედეგად მიმდინარე სტიქიური უბედურებით გამოწვეული ადამიანური დანაკარგისა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის გამო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს და თანადგომას უცხადებს ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.