რუსი მფრინავი მაგომედ ტოლბოევი პოლონელი ექსპერტების შედეგებს-ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალის შესახებ, „ბოდვას უწოდებს“.
„პოლონეთმა არაადეკვატურობა გამოავლინა. რუსეთთან პრეტენზიები ზედმეტია. დანაშაული ფრენის არაორგანიზებულობაშია“,-აცხადება ტოლბოევი.
პოლონური გაზეთის Rzeczpospolita-ს ინფორმაციით, თვითმფრინავის სალონში, ლეხ კაჩინსკის და სხვა მთავრობის წევრების სავარძლებზე ტროტილის და ნიტროგლიცერინის კვალია აღმოჩენილი. ეს ინფორმაცია გამოცემასთან პოლონეთის პროკურორმა ანჯეი სერემეტმაც დაადასტურა.