აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეული თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მთავრობის სახლში უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს შეხვდა.
ლევან ვარშალომიძემ არჩილ ხაბაძეს მიმდინარე პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონში პროცესები დემოკრატიულად წარიმართა.
“მივესალმები დემოკრატიულ პროცესებს, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც განხორციელდა. ახალ თავმჯდომარეს წარვუდგინეთ პროექტები, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს და დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება. ", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ და აღნიშნა, რომ ყველაფერი აჭარის მოსახლეობის საკეთილდღეოდ იქნება
დღესვე ლევან ვარშალომიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა.
ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2004 წელს დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მესამე მოწვევის მთავრობის თავმჯდომარედ დღეს უმაღლესმა საბჭომ არჩილ ხაბაძე დაამტკიცა. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ლევან ვარშალომიძე კი აჭარაში ოპოზიციის ლიდერი იქნება.