შინაგან საქმეთა მინისტრი თავის მოადგილეებს საზოგადოებას დღეს წარუდგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი შს სამინისტროში პრესკონფერენციას 18:00 საათზე გამართავს.
არსებული ინფორმაციით, მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას, „თავისუფალი დემოკრატების" წევრი ლევან იზორია დაიკავებს.
რაც შეეხება სხვა მოადგილეებს, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.