ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუ-იორკის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
ქარიშხალმა „სენდიმ“, რომელმაც ამერიკას წუხელ ღამე გადაუარა, დატბორა მეგაპოლისის ქუჩები, შეაჩერა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, რკინიგზის და აეროპორტების ფუნქციონირება, მეტროს სადგურები წყლით აივსო.
შტორმის შედეგად, წუხანდელ ღამეს ამერიკასა და კანადაში 16 ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით დაშავდა, ასი ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ელექტრონერგია ნიუ-იორკში მილონზე მეტ ადამიანს აქვს გათიშული და არც იციან, როდის აღსდგება.