სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, პრობაციონერების საქმეები გადაიხედება.
მისი თქმით, ხვალ შესაბამისი კომისია შეიკრიბება და შესაბამისად, განცხადებების მიღება უკვე დაიწყება.
ამის შესახებ სუბარმა დღეს, ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ პრესკონფერენციის გამართვას ვაპირებთ. ხვალიდან კომიასია იქმნება და შესაბამისად, პრობაციონერებს განცხადების შემოტანა შეუძლიათ. ვისაც კანონი აძლევს უფლებას, შეუძლიათ განცხადებით მოგვართოს. დღეს, რომ მივიდნომო, შეიძლება რამდენიმე ათეული კაცი გავუშვათ, რადგან განცხადებები არაა. არ შემოჰქონდათ, იმიტომ რომ იცოდნენ არ გაუშვებდნენ. ცხადია, ყველას განცხადებას ერთბაშად ვერ დავაკმაყოფილებთ, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ კომისიის წევრები მაქსიმალურად იმუშავებენ, რომ ნაწილს მაინც, პრობაციონერობა მოეხსნას. ამ შემთხვევაში, პრიორიტეტები განსაზღვრულია, რადგან რაოდენობაა შეზღუდული, შესაბამისად, ამ ყოველივეზე ხვალ სპეციალურ ბრიფინგზე მოგახსენებთ“, - განაცხადა სუბარმა.