აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე აირჩიეს. უმაღლესი საბჭოს დღევადნდელ სხდომაზე ხაბაძის კანდიდატურას 13 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი - არც ერთი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებს კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია. მათგან 13 კოალიცია „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს, ხოლო რვა - უმცირესობაში მყოფ „ნაციონალური მოძრაობას“.