სასჯელაღსრულების უწყებაში ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდება

სასჯელაღსრულების უწყებაში ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდება

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმართა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის 24-საათიან რეჟიმში ცხელ ხაზს აამოქმედებს.

ამის შესახებ, დღეს გამართულ  პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ განაცხადა.

გიორგაძის განცხადებით, სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე პატიმართა ოჯახის წევრებს და ახლობლებს კონსულტაციისთვის პატიმართა უფლებების დარღვევაზე ინფორმაციის მისაწოდებლად შეუძლიათ სამინისტროს შემდეგ ნომერზე დაუკავშირდნენ – 225 70 47.

გარდა ამისა, მისი თქმით,  შაბათ-კვირის ჩათვლით, 24-საათიან რეჟიმში სამინისტროსთან დასაკავშირებლად იმოქმედებს შემდეგი ნომერი - 577 22 29 46.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ცხელი ხაზი აქამდეც მოქმედებდა, თუმცა მას ნაკლებად იყენებდნენ,  ამიერიდან კი,  ის უკვე 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდება.