რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა მით რომნიმ ამერიკელებს ქარიშხალ „სენდის“ დაზარალებულთა დასახმარებლად შემოწირულობების შეგროვებისკენ მოუწოდა.
„ დღეს მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ ყველას, იფიქროთ, რომ გაიღოთ შემოწირულობა „წითელი ჯვრისთვის“ ან სხვა რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის, რომელიც რაღაცნაირად შეძლებს დაზარალებულთა დახმარებას“,-განუცხადა რომნიმ თავის ამომრჩევლებს ოჰაიოს შტატში.
ქარიშხალ „სენდის“ გამო რესპუბლიკელთა ლიდერმა ყველა წინასაარჩევნო შეხვედრა გადადო, ასევე მოიქცა რესუბლიკლეთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი პოლ რაიანი.
კვირის ბოლოსთვის მით რომნი ნიუ-ჯერსის, კონექტიკუტსა და პენსილვანიაში შტატებში აპირებს გამგზავრებას, რათა ადგილზე შეამოწმოს, როგორ მიდის დაზარალებულთა დახმარება.