„ერისიონი“ ხელისუფლებას  სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნას ურჩევს

„ერისიონი“ ხელისუფლებას სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნას ურჩევს

სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი“ ხელისუფლებას საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნას ურჩევს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ანსამბლ „ერისიონის" მთავარმა ქორეოგრაფმა რევაზ ჭოხონელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელობა, ასევე მისი წევრები კარგად იცნობენ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, მის მოღვაწეობას და მის ოჯახს. ამიტომ რევაზ ჭოხონელიძე მიიჩნევს, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე ომბუდსმენობის ღირსეული კანდიდატურაა.

ამასთანავე, ჭოხონელიძემ ლორთქიფანიძის მოღვაწეობა არჩევნებამდე ციხეებთან განვითარებულ მოვლენების პერიოდშიც გაიხსენა, რომლის დროსაც, ანსამბლის ხელმძღვანელის თქმით, ის აქტიურად ცდილობდა ინფორმაციები მიეღო ციხეებში არსებულ ვითარებაზე და პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით, მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა.

„ამასთან, როდესაც დიმიტრი ლორთქიფანიძე წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, აქტიურად მუშაობდა ადამიანის უფლებებისა და პატიმრების უფლებებზე“, - აღნიშნა ჭოხონელიძემ.