არჩილ კბილაშვილი: პროკურატურაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდება

არჩილ კბილაშვილი: პროკურატურაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდება

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. კბილაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე სამ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდება.

კბილაშვილის განცხადებით, ცენტრალურ აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულების ზედა დონის ხელმძღვანელების და მოადგილეების შეცვლა მოხდება.

როგორც სტრატეგიის ნაწილი შეიცვლება საოლქო, თბილისის პროკურორი და მისი მოადგილეებიც, ხოლო რაიონულ დონეზე, კბილაშვილის თქმით, პროკურორების თანამდებობაზე ყოფნის საკითხს ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავენ.

კბილაშვილი აქვე საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პროკურატურაში მუშაობა შეუძლიათ, შანს აძლევს ამ სტრუქტურაში დასაქმდნენ და შესაბამის მისამართზე ორი დღის განმავლობაში თავიანთი მონაცემების გამოგზავნისკენ მოუწოდებს.

მთავარი პროკურორის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მასობრივი საკადრო ცვლილებები გარკვეულ დროს მოითხოვს, ის საზოგადოებისგან საკადრო ცვლილების საკითხის უზრუნველსაყოფად და იმისათვის, რომ ეს ორგანო განახლდეს და გადახალისდეს ერთ კვირიან ტაიმ-აუტს იღებს.

"პირველი, რადგან გამწესებული ვარ, მთავარ პროკურორად, პარტიული საქმიანობის უფლება არ მაქვს და შესაბამისად, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიის რიგებს ვტოვებ. შესაბამის განცხადებას პარტიის თავმჯდომარეს გადავუგზავნი, ეს კანონის მოთხოვნაა.

მეორე, რაც საზოგადოებას მინდა ვუთხრა ისაა, რომ პროკურატურაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მოხდება ცენტრალურ აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულების ზედა დონის ხელმძღვანელების და მოადგილეების შეცვლა. საოლქო და თბილისის პროკურორების და მათი მოადგილეების შეცვლა, როგორც სტრატეგიის ნაწილი, ხოლო რაიონულ დონეზე, პროკურორების თანამდებობაზე ყოფნის საკითხს ინდივიდუალურ რეჟიმში განვიხილავთ.

ბუნებრივია, ასეთი მასობრივი საკადრო ცვლილებები გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომაც მინდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ იმასათვის, რომ მთლიანად ვუზრუნველყო საკადრო ცვლილების საკითხი, დაახლოებით ერთი კვირა დამჭირდება. ვიცი, რაოდენ დიდია ქართული საზოგადოების მოლოდინი მთავარი პროკურორის მიმართ, მაგრამ მინდა სწორად გაიგოთ, ამ შემთხვევაში , პირობითად ტაიმ-აუტს ვიღებ იმისათვის, რომ ეს ორგანო განახლდეს, გადახალისდეს და ამ ორგანომ შეასრულოს დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არის.

შესაბამისად , ერთ კვირიანი დრო საკადრო გადახალისებისათვის მაქსმილაურად იქნება გამოყენებული.

ამავე მიზნით, ადამიანები , რომლებიც თავიანთ თავს მოიაზრებენ, რომ მათ შეუძლიათ და სურვილი აქვთ საქართველოს პროკურატურის სტრუქტურაში იმუშაონ , ჩვენ მათ მაძლევთ შანს სცადონ და საკუთარი მონაცემები ოფიციალურ ( იუსტიციის სამინისტროს) მისამართზე გამოაგზავნონ.

პროკურატურაში მუშაობის დაწყების მსურველებს ვთხოვ, თავიანთი მონაცემები უახლოესი ორი დღის განმავლობაში, დღეს და ხვალ გამოაგზავნონ, რადგან მოგვეცეს საშუალება ორი მატ მონაცემებს გადავხედოთ, დავახარისხოთ და ჩავატაროთ გასაუბრება.

ერთი კვირის თავზე კი, მთლიანად დაკომპლექტება საქართველოს პროკურატურა, როგორც არსებული ასევე ახალი კადრებით", - განაცხადა კბილაშვილმა.