შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ათი თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი გამოძიების მასალებს და მიმდინარეობას პირადად უკვე გაეცნო.
ბარბარე რაფალიანცის საქმე სამწუხაროდ კვლავ გაუხსნელია, ძიებას ამ დრომდე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. მინისტრის განცხადებით მაქსიმალური ძალისხმევა და რესურსი იქნება გამოყენებული ბარბარე რაფალიანის გარდაცვალების მიზეზის დროულად დასადგენად.
„ბარბარე რაფალიანცის საქმე სამწუხაროდ, კვლავ გაუხსნელია, ძიებას ამ დრომდე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. მინისტრის განცხადებით, მაქსიმალური ძალისხმევა და რესურსი იქნება გამოყენებული ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების მიზეზის დროულად დასადგენად", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 30 სექტემბერის სოფელ კოლაგაში 10 თვის ბარბარე რაფალიანი წყლით სავსე თავდახურულ ქვევრში იპოვეს და გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.