ჯეიმი მაკგოლდრიკი: ვეცდებით მეტი გავაკეთოთ, რათა მივაღწიოთ, რომ მედია იყოს თავისუფალი, სამართლიანი და პროფესინალური

ჯეიმი მაკგოლდრიკი: ვეცდებით მეტი გავაკეთოთ, რათა მივაღწიოთ, რომ მედია იყოს თავისუფალი, სამართლიანი და პროფესინალური

გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი მიიჩნევს, რომ საქართველოში მასმედიისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით გარკვეულწილად გაუმჯობესდა.

ამის შესახებ განცხადება ჯეიმი მაკგოლდრიკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მასმედიის თავისუფლების და სამართლიანობის საკითხი, რადგან ის ბევრ რამეზე ახდენს გავლენას.

მაკგოლდრიკის განმარტებით, სწორედ ამიტომ, როგორც მაკგოლდრიკმა აღნიშნა, UNDP და ევროკავშირი სხვადასხვა პროექტებით მხარს უჭერენ სამართლიან და თავისუფალ მედიას საქართველოში.

„მედია და დემოკრატია ცალ-ცალკე ვერ იარსებებს, ისინი ერთად უნდა განვითარდეს, ამიტომ მედიამონიტორინგის პროექტი საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით გაგრძელდება. ამ ძალისხმევის შედეგად მივაღწევთ არა პოლარიზებულ მედიას, არამედ ისეთ მედიას, რომელიც ხალხს მოემსახურება. დემოკრატიის შემადგენელი მედიაკომპონენტის საქმიანობა სიამაყის საფუძველს გვაძლევს. ვეცდებით მეტი გავაკეთოთ, რათა მიღწეული იქნას მიზანი, რომ მედია იყოს თავისუფალი, სამართლიანი და პროფესინალური", - აღნიშნა ჯეიმი მაკგოლდრიკმა.