გურამ შარაძის შვილის რუსუდან შარაძის განცხადებით, პატრიარქმა მასთან შეხვედრისას სამჯერ გაიმეორა, რომ გიორგი ბარათელი უნდა გამოუშვან. ამის შესახებ შარაძემ გადაცემაში „ეკა ბერიძის მთავარი კითხვაში" სტუმრობისას განაცხადა.
„პატრიარქმა სამჯერ გაიმეორა, რომ ბარათელი უნდა გამოუშვან", - აღნიშნა რუსუდან შარაძემ.
მისივე თქმით, ის გიორგი ბარათელს უახლოეს დღეებში შეხვდება, სადაც მისი თქმით, მადლობას გადაუხდის იმისათვის, რომ მის ოჯახს კიდევ ერთ „მსვერპლად შეეწირა“.
„პირველ რიგში ათას მადლობას ვეტყვი, რადგან ის კიდევ ერთი მსხვერპლია ჩემ ოჯახს შეწირული. ის სრულიად უდანაშაულო ადამიანია. მას არაფერი ბრალი არ აქვს, 5 წელიწადნახევარი აწამეს და ამხელა ტვირთი აკიდეს", - აღნიშნა რუსუდან შარაძემ.
ასევე შარაძის განცხადებით, შვეიცარიიდან იმისთვის ჩამოვიდა, რომ გამოძიების პროცესში უშუალო მონაწილეობა მიიღოს.
„საქმეს გამოიძიებენ პროფესიონალი გამომძიემლები და ყველა დამნაშავე გამოიკვითება, ვისაც მამაჩემის მკვლელობაში მიუძღვის დანაშაული. ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება", - აღნიშნა რუსუდან შარაძემ.