ქარიშხალ „სენდის“ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები გადაურჩნენ

ქარიშხალ „სენდის“ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები გადაურჩნენ

ამერიკაში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, მას მუდმივი კონტაქტი გააჩნია ნიუ-იორკში მცხოვრებ 2000 ქართველთან. საკონსულოს მონაცემებით, ამ დრომდე  არანაირი ინფორმაცია დაშავებული ან დაღუპული ქართველების შესახებ საკონსულოში არ აქვთ.

ვიცე-კონსულ გიორგი ცეკვავას განცხადებით, ქართველები ორი დღით ადრე იყვნენ გაფრთხილებულნი  ქარიშხლით გამოწვეული საშიშროების შესახებ.

„ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ზუსტად შეესრულებინათ ყველა რეკომენდაცია, რასაც ხელისუფლება თავის მოქალაქეებს აძლევს და სახლები არ დაეტოვებინათ“,-აცხადებს ცეკვავა.

ქარიშხალმა „სენდიმ“, რომელმაც ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს გადაუარა, უკვე შეიწირა 12 ადამიანის სიცოცხლე, საუბრობენ ათობით დაშავებულის შესახებ. კიდევ ორი დღის განმავლობაში ამერიკის მოქალაქეებს ზედმეტი სიფრთხილის გამოჩენა და სახლებში ყოფნა  მოუწევთ.

ან დროს არსებული მონაცემებით, ამერიკას უკვე 20 მილიონი დოლარის ზიანი მიადგა.