იულია ტიმოშენკო შიმშილობას იწყებს

იულია ტიმოშენკო შიმშილობას იწყებს

ხარკოვის საავადმყოფო "უკრზალიზნიცში" მყოფმა იულია ტიმოშენკომ შიმშილობა დაიწყო. ყოფილი ექსპრმიერი უმაღლესი რადის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებას აპროტესტებს. ამის შესახებ განცხადება იულია ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა".

ეს არის ყველაზე არაპატიოსანი არჩევნები დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში", -ასე აფასებს 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უკრაინაში პატიმარი ტიმოშჩენკო .

მისი განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები , რომლებიც 225 საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს ადასტურებენ.

"ვაღიაროთ ასეთი არჩევნები პატიოსნად და ლეგიტიმურად ეს ნიშნავს სრული დემორალიზება გავუკეთოთ უკრაინელ ხალხს, კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ისევ სჯერათ სამართლიანობისა და ევროპული არჩევნის ", -ნათქვამია ტიმოშენკოს მიერ გამოგზავნილ წერილში.