აჭარაში ოპოზიციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე იქნება

აჭარაში ოპოზიციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა   აჭარაში ოპოზიციის ლიდერად აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე დაასახელა.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში თამარისის დასახლებაში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ლევან ვარშალომიძესთან ერთად, სოციალური საცხოვრებლების მშენებლობის მიმდინარეობით დაინტერესდა.

სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი ოპოზიციაშია და დასძინა, რომ ლევან ვარშალომიძე ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი იქნება.

ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა ლევან ვაშალომიძესა და მის გუნდს მადლობა გადაუხადა ამ კუთხის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

„ჩემი ხელმძღვანელობით, აჭარა 8 წლის განმავლობაში პროვინციული დიქტატურიდან, ევროპის ყველაზე მზარდ რეგიონად გადაიქცა“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტი ადგილზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა და ყურადღება ამ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მსგავსი ტიპის საცხოვრებლების მშენებლობა ბათუმის ბარაკებისგან დაცლას და იქ მცხოვრებთა პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს“, - დასძინა სააკაშვილმა.