ვლადიმერ სანაკოევი თბილისში დაბრუნებას არ გამორიცხავს

ვლადიმერ სანაკოევი თბილისში დაბრუნებას არ გამორიცხავს

ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, მოძრაობა „კოკოითი ფანდარასტის“ დამფუძნებელი ვლადიმერ სანაკოევი თბილისში ბრუნდება.

ტელეკომპანიის ცნობით, სანაკოევს სურვილი აქვს ვანო მერაბიშვილს შეხვდეს,  ამასთან იგი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ტელე-დებატებში იწვევს.

„2 წელიწადია, რაც ვლადიკავკაზში ვარ,  ვაპირებდი სექტემბერში ჩამოსვლას, მაგრამ ვერ შევძელი. რამდენიმე საკითხი მაქვს მოსაგვარებელი თბილისში, ერთი ბინის პრობლემა პეკინის 45-ში და დიდი სურვილი მაქვს, შეხვდე ვანო მერაბიშვილს. თუ დათანხმდება პაატა ზაქარეიშვილი ტელე-დებატებში მონაწილეობას, სიამოვნებით ვიდებატებდი მასთან“,  - განაცხადა სანაკოევმა.