დიმიტრი შაშკინი: გიორგი მარგველაშვილი შეცდომაში შეიყვანეს - მე არ გამიტანია საგამოცდო ბაზები სამინისტროში

დიმიტრი შაშკინი: გიორგი მარგველაშვილი შეცდომაში შეიყვანეს - მე არ გამიტანია საგამოცდო ბაზები სამინისტროში

საქართველოს განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, განათლების და მეცნიერების ახალი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი შეცდომაში შეიყვანეს.

ამის შესახებ საქართველოს განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე აცხადებს.

მისი განმარტებით, საგამოცდო ბაზები სამინისტროში მას არ გაუტანია და აღნიშნა, რომ საგამოცდო, ისევე როგორც განათლების სისტემის ყველა ელექტრონული, ბაზა არის სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში

„დღეს განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა ბრძანა, რომ მე საგამოცდო ბაზები სამინისტროში გადამიტანია და ეს თავისთავად შეკითხვებს ბადებს. ეს ბრალდებაც არ შეესაბამება სინამდვილეს და მე ამ კითხვასაც მინდა, ვუპასუხო და განვმარტო: მინისტრი მარგველაშვილი შეიყვანეს შეცდომაში - მე არ გამიტანია საგამოცდო ბაზები სამინისტროში. საგამოცდო, ისევე როგორც განათლების სისტემის ყველა ელექტრონული, ბაზა არის სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS). ეს არის სპეციალური უწყება, რომელიც მოიცავს განათლების სისტემის ყველა ელექტრონულ ბაზას და მთელი სისტემის ტექნიკურ მხარდაჭერას და გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს", - აცხადებს შაშკინი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.