ბოლივიაში, ქალაქ იაკუიბაში, Radio Popular-ის ეთერში ოთხი უცნობი ნიღბიანი შეიჭრა. რადიოში პირდაპირი გადაცემა ჟურნალისტ ფერნანდო ვიდალის მიჰყავდა. უცნობებმა ჟურნალისტს ბენზინი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.
ვიდალი და ხმის რეჟისორი კარენ ანზა მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს . მათ დამწვარი აქვთ სახე, მკერდი და ხელები. პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ბოლივიის საზღვრისპირა რაიონებში არსებული კონტრბანდის შესახებ საუბრობდა.
Radio Popular-ის ხელმძღვანელობას მიაჩნია,რომ თავდასხმა პოლიტიკური მოტივებით იყო გამოწვეული. ჟურნალისტი ცნობილია იმით, რომ ის ხშირად გამოდის ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკით.