კვირას, 28 ოქტომბერს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გრანდიოზულ ღონისძიება - „თბილისმარათონი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.
„თბილისიმარათონი“ - ეს იყო პირველი მასშტაბური ნახევარმარათონი საქართველოში, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათის ატარებდა. პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ეგიდითა და საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ნახევარმარათონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს - მოყვარულსა თუ პროფესიონალს ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ „თბილისიმარათონი“ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველ წელს შემოდგომით გაიმართება.
მონაწილეთა რეგისტრაციიდან შემოსული თანხა - 5 ათასი ლარი საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ გადაირიცხება, რომელიც თბილისის, რუსთავისა და კასპის რეგიონების ბენეფიციარებისთვის იქნება განსაზღვრული.
მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიების ორგანიზატორმა ჰაიდელბერგცემნტმა აღნიშნული თანხა გააორმაგა და ფონდში დამატებით 5 ათასი ლარი გადარიცხა.
ჰაიდელბერგცემენტი, როგორც სამშენებლო მასალების მწარმოებელი, სოციალურ პროექტებს განსაკუთრებით იმ რეგიონებში ავითარებს, სადაც მისი საწარმოებია განთავსებული, შესაბამისად, „თბილისიმარათონის“ საქველმოქმედო ფონდი თბილისის, რუსთავისა და კასპის რეგიონებისთვისაა განსაზღვრული.
გამარჯვებულები 5 კატეგორიაში დასახელდა. კერძოდ, 5 კმ დისტანციაზე, სადაც გამარჯვებულები 17-წლამდე ასაკში გამოვლინდა ბიჭებსა და გოგოებს შორის. ასევე 21 კმ დისტანციეზე 18-დან 35 წლამდე და 35 წლის ზემოთ, ასევე ვაჟთა და ქალთა შორის ცალ-ცალკე. გამარჯვებულებს სოლიდური პრიზები გადაეცათ. ყველა მონაწილეს კი დიპლომები, რომელიც ადასტურებს რომ ისინი არიან პირველი მასშტაბური ნახევარმარათონის მონაწილენი საქართველოში.
მარათონში მონაწილეობდენ, როგორც ჰაიდელბერგცემენტის, ასევე სხვა ბიზნესკომპანიის, ასევე საელჩოების წარმომადგენლები, მთლიანად თბილისის მოსახლეობა და უცხოელი სტუმრები.
„პირველი ნახევარმარათონი დასრულდა. ჩანაფიქრმა გაამართლა - ეს გახლდათ საქველმოქმედო აქცია და მთავარი იყო მონაწილეობა და არა გამარჯვება. „თბილისიმარათონი“ მიიღებეს ტრადიცულ სახეს და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ მონაწილეს ველოდებით“, - აღნიშნა „ჰაიდელბერგცემენტის“ კომუნიკაციების მენეჯერმა ნინო სუბელიანმა.
2012 წლის 25 ივლისს „ჰაიდელბერგცემენტსა“ და საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მთავარ ამოცანას საქართველოში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა, კერძოდ სპორტული ღონისძიებების, - მარათონების, ნახევარმარათონების და გარბენების დამკვიდრება და ამ აქტივობებში საზოგადოების მასობრივი ჩართულობა წარმოადგენს.