პრეზიდენტ კაჩინსკის დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მოწმე მკვდარია

პრეზიდენტ კაჩინსკის დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მოწმე მკვდარია

 BBC-ის ინფორმაციით, სმოლენსკთან  თვითმფრინავ Ту-154-ის ჩამოვარდნის გამოძიების საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე რემიგიუშ მუსი მკვდარია. ის ჩამოხრჩობილი იპოვეს საკუთარი სახლის სარდაფში, ვარშავასთან ახლოს. ოფიციალური ვერსიით, მუსმა თვითმკვლელობა ჩაიდინა.

„გვამი საკუთარი სახლის სარდაფშია ნაპოვნი. სახლში გარდაცვლილთან ერთად მისი მეუღლე ცხოვრობდა. ჯერჯერობით მესამე პირის მონაწილეობა ამ საქმეში არ დასტურდება “,-აცხადებენ პოლიციის და პროკურატურის წარმომადგენლები.

რემიგიუშ მუსი იმ იაკ-40-ის ბორტინჟინერი გახლდათ,რომელმაც სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომა Ту-154-ის კატასტროფამდე ერთი საათით ადრე განახორციელა.  მუსი თვითმფრინავის კაბინაში იმყოფებოდა და მშვენივრად ესმოდა დისპეჩერისა და Ту-154-ის ეკიპაჟის საუბრები.

მუსმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ მორიგე დისპეჩერმა, ნისლის მიუხედავად, თვითმფრინავს 50 მეტრამდე დაშვების უფლება მისცა, მაშინ როდესაც სადისპეჩეროში აცხადებდნენ, რომ მათ თვითმფრინავისთვის 100 მეტრზე დაბლა დაშავების ნება არ მიუციათ. მუსის განცხადებით, თვითმფრინავის ავიაკატასტროფამდე, მან ორი აფეთქების ხმა გაიგონა.

2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკთან ახლოს თვითმფრინავ Ту-154-ი აფეთქდა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩენსკის გარდა, ასობით პოლონელი მაღალჩინოსანი იჯდა.