თავისუფლების ქანდაკება 126-ე წლისთავზე, მიუხედავად ქარიშხლის მოლოდინისა და დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, მაინც გაიხსნა. თავისუფლების ქანდაკების დასათვალიერებლად ბილეთები იანვრამდე უკვე გაყიდულია.
დაცვის სისტემების, კონდიციონერების, ლიფტებისა და ინვალიდებისთვის მომსახურების სპეციალური მოწყობილობებისთვის ამერიკის მთავრობამ 30 მილიონი დოლარი დახარჯა. ინვალიდებს შეუძლიათ 47-ე სართულამდე ასვლა, ხოლო 393 საფეხურიანი ხვეული კიბე ახლა უკვე 354 საფეხურიანი გახდა.
მოქანდაკე ფრედერიკო ბარტოლდიმ ეს ქანდაკება ჩაიფიქრა, როგორც „თავისუფლება, რომელიც მსოფლიოს იპყრობს“. ფრანგებმა ამერიკელებს თავისუფლების ქანდაკება დამოუკიდებლობის დეკლარაციის მეასე წლისთავზე აჩუქეს. მას შემდეგ ის „ლედი ლიბერტია“, რომელიც ემიგრანტების ხომალდებს წლების განმავლობაში პირველი ხვდებოდა.