ერთიანი ეროვნული გამოცდები ისეთივე წესით ჩატარდება, როგორც წინა წლებში ტარდებოდა. ამის შესახებ ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, მეთორმეტე კლასელები გამოცდებს სკოლებში ჩააბარებენ.
„2013 წლის სექტემბრიდან კი მეთერთმეტე კლასელებს შეუძლიათ შემოდგომაზე ესა თუ ის საგანი, რომელიც დაასრულეს, ჩააბარონ და თუ ბარიერს ვერ გადალახავენ, შეუძლიათ მაისში გადააბარონ აღნიშნული გამოცდა. საუბარია 4 საგანზე, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია. ერთიანი ეროვნული გამოცდები ისეთივე წესით ჩატარდება, როგორც წინა წლებში ტარდებოდა", - განაცხადა მიმინოშვილმა.