გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კორეელს- რეპერ PSY-ს შეხვდა. პან გი მუნმა რეპერთან ერთად Gangnam style-ის ცეკვა შეასრულა.
PSY-ის ეს ცეკვა ცნობილი გახდა კლიპის საშუალებით, რომელიც Youtube-ზე 560 მილიონმა მაყურებელმა ნახა. თუ პან გი მუნს, იმისთვის რომ ცნობილი კორეელი გამხდარიყო, დიპლომატის, ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის გრძელი გზის გავლა მოუხდა, 36 წლის კორეელ რეპერს პაკ ჩე სანს სოციალურ ქსელებში მხოლოდ საკუთარი კლიპის დადებამ მოუწია, რომ მსოფლიოში „გლობალური ეპიდემიის ეფექტი მოეხდინა“.
„ის ისეთი ენერგიულია, რომ მისი დახმარებით შეგვიძლია ენერგეტიკის კრიზისიც გადავლახოთ“,-იხუმრა გაეროს გენერალურმა მდივანმა ერთობლივ პრესკონფერეცნიაზე.