ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაკავებულ თანამდებობას პრეზიდენტის ინაგურაციის შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ კლინტონმა The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კლინტონი აცხადებს, რომ მას არ სურს დარჩეს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ვადაზე მეტად. ამიტომ მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბარაკ ობამა მეორე ვადით იქნება არჩეული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ის გადადგება.
„მე გადაწყვეტილი მაქვს წავიდე ინაგურაციის შემდეგ, ასეთია ჩემი გეგმა," - აღნიშნა კლინტონმა და დასძინა, რომ ჯერ არ ჰქონია შესაძლებლობა დალაპარაკებოდა ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას, რადგანაც ის დაკავებულია წინასაარჩევნო კამპანიით. "ვიმედოვნებ, მალე ჩვენ განვიხილავთ საქმეების გადაბარების საკითხებს“, - აღნიშნა კლინტონმა.
ინტერვიუში კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ არ სურს დარჩეს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ვადაზე მეტად, მაგრამ აღნიშნა, რომ "საჭიროა გვახსოვდეს ის საქმეები, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ".
„ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჩემი პრეზიდენტთან საუბარი," - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
რაც შეეხება იმას თუ ვინ შეცვლის მას ჰილარი კლინტონის განაცხადებით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და არნაირი კომენტარი აღარ გაუკეთებია ამ საკითხთან დაკავშირებით.