ტროპიკულმა შტორმმა სონ-ტინმა, რომელიც ფილიპინებს თავს დაატყდა, 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაკარგულია 6 ადამიანი.
ამ განცხადებას ფილიპინების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი წყალში დაიხრჩო, ნახევარი კი ან დენის დარტყმით გარდაიცვალა, ან შენობის ნანგრევების ქვეშ მოჰყვა.
ამ დროისთვის ხელისფულების მიერ წინასწარ მომზადებულ თავშესაფარში, დაახლოებით 15 ათასზე მეტი ფილიპინელია მოთავსებული.
წელიწადში დაახლოებით 15 ტაიფუნი მაინც დაატყდება ხოლმე თავს ფილიპინებს ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში.
ამ დროისთვის შტორმი სონ-ტინი უკვე ვიეტნამისკენ მიემართება 22 კმ.საათი სიჩქარით.