ხვალ უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წინასწარი მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილს ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია“ დაიკავებს, მეორე და მესამე ადგილებს, შესაბამისად, იულია ტიმოშჩენკოს „ბატკოვშჩინა“ და მსოფლიო ჩემპიონის კრივში ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარი“ გადაინაწილებენ, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს არ შეუერთდა.
მეოთხე ადგილს ეგზიტპოლები კომუნისტებს უწინასწარმეტყველებენ, რომლებიც სავარაუდოდ, იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიასთან“ ერთად მსხვილ საპარლამენტო ფრაქციას შექმნიან.
უკრაინული მასმედია კი მეტი მანდატების აღებას პარლამენტში, მაინც ოპოზიციას უწინასწარმეტყველებს, თუმცა არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პარლამენტში უმრავლესობა იანუკოვიჩმა მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე შეავსოს.