ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან სულ უფროდაუფრო იძაბება სიტუაცია. თეთრი სახლის პრეზიდენტი და რესპუბლიკელების კანდიდატი მით რომნი დიპლომატიური ეტიკეტიდან გამოვიდნენ და ერთმანეთის მიმართ მკვეთრ შეფასებებსაც აღარ ერიდებიან.
მით რომნიმ ბარაკ ობამა სუსტი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებასა და წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ის თავისი თავის ფერმკრთალი აჩრდილია“.
„ახლანდელი საპრეზიდნეტო არჩევნები ეს არის განვლილი ოთხი წლის სტატუს-კვოს შენარჩუნება ან სამომავლო საიმედო ცვლილებები. მიიღო რა არცთუ ისე ცუდი მემკვიდრეობა, ობამამ ვერ შეძლო ეკონომიკის გაძლიერება, ჯანდაცვის განვითარება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ვერ შეამცირა სახელმწიფო ხარჯები და ვალები და ვერ მოახერხა ერის გაერთიანება“,-განაცხადა მით რომნიმ.