იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი და მსხვილი მედიამაგნატი სილვიო ბერლუსკონე ციხეში 4 წელს გაატარებს. ასეთი გადაწყვეტილება მილანის სასამართლომ გამოიტანა. სასამართლომ ასევე აუკრძალა ბერლუსკონეს 3 წლის განმავლობაში პოლიტიკური მოღვაწობა. არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში, უამრავ პოლიტიკურ თუ ფინანსურ მაქინაციებში მხილებული 76 წლის იტალიის ერთ-ერთი სკანდალური პოლიტიკოსი, ამჯერად სასჯელს ჯარიმების გადაუხდელობის გამო მოიხდის
. იტალიის საგადასახადო სამსახურს მაქინაციებში მხილებულმა კომპანიებმა 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. ბერლუსკონეს ბრალად ედება იტალიაში ჰოლივუდური ფილმების ჩვენებისთვის ლიცენზიებზე გაზრდილი ფასების თვითნებურად დაწესება და შემოსული გადასახადების დამალვა.
ბერლუსკონეს უფლება აქვს სასამართლო განაჩენი ორჯერ გაასამართლოს, მანამდე კი პოლიტიკოსის დაპატიმრებს იტალიელ სამართალდამცავებს არ შეუძლიათ.