ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.
ბიძინა ივანიშვილის „facebook“–ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ისრაელის პრემეირმა ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში გამარჯვება და მთავრობის მეთაურად დანიშვნა მიულოცა.
„სატელეფონო საუბარი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დღეს შედგა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქართველი კოლეგა ისრაელში დაპატიჟა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, - ნათქვამია ივანიშვილის facebook“–ის ოფიციალური გვერდის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.