"თანამშრომლების მიმართ მისი უმთავრესი თხოვნა და მოთხოვნა პატიოსნება იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა მისთვის ემოციურია. კალაძე აცხადებს, რომ მას ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა ერგო, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი გათვითცნობიერებული აქვს.
ამასთან, მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფერს კარგად გააკეთებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
„ამ ყველაფერს გუნდი და გუნდურობა სჭირდება. მიგულეთ თქვენს მეგობრად, თუ პირადი პრობლემები გექნებათ შეგიძლიათ მომმართოთ და მე როგორც შემეძლება ხელს გაგიმართავთ. მაგრამ ჩემი დიდი თხოვნა და მომავალში უკვე მოთხოვნა იქნება, რომ პატიოსნად ვემსახუროთ საქართველოს და მე თქვენს პატიოსნებაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე პირობა დადო, რომ ის როგორც წინა ხელისუფლება, გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ მიიღებს და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას გუნდთან კონსულტაციებს გაივლის.
აღსანიშნავია, რომ კალაძემ საკუთარი კაბინეტი დაათვალიერა და მოიწონა კიდეც, თუმცა აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა ასეთი დიდი თანხები მოსახლეობის დასასაქმებლად გამოეყენებინათ.